png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსტემ უმეროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა

  • მსოფლიო
  • 21.11.2025
  • 15:11
რუსტემ უმეროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს შეერთებულ შტატებთან ახალი „სამშვიდობო შეთანხმების“ „კოორდინაციას“ და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში.

უმეროვის თქმით, კიევში ამერიკული დელეგაციის მუშაობა გრძელდება, თუმცა საჯარო სივრცეში კონსულტაციების შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციები ჩნდება.

უმეროვი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტის დროს მან წმინდა ტექნიკური დავალება შეასრულა - შეხვედრების ორგანიზება და დიალოგისთვის მომზადება.

„მე არ მიმიცია არანაირი შეფასება, მით უფრო, რომელიმე დებულების დამტკიცება. ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის და არ შეესაბამება პროცედურას“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

როგორც უმეროვმა განმარტა, 20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა ამერიკულ დელეგაციას, რომელთაც უფლებამოსილება დონალდ ტრამპმა მიანიჭა. უმეროვის თქმით, უკრაინული  მხარე ყურადღებით იკვლევს პარტნიორების ყველა წინადადებას.

„პუბლიკაციებს მედიაში სავარაუდო „შეთანხმების“ ან „პუნქტების ამოღების“ შესახებ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს არის კონსულტაციების შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილი დაუდასტურებელი ინფორმაციის მაგალითები. ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ პარტნიორების წინადადებებზე უკრაინის უცვლელი პრინციპების – სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში“, – წერს უმეროვი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge