png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს დემონსტრანტების დასაშლელად, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა - BBC

  • პოლიტიკა
  • 01.12.2025
  • 11:58
საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს დემონსტრანტების დასაშლელად, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა - BBC

საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. 

BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტე' უწოდა."

BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი წყლის ჭავლში იყო შერეული.

„კამიტი​ე“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ითვლება, რომ ის გამოყენებიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.

როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

„გრძნობ, რომ კანი გეწვის“. – უთხრა BBC-ს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისივე თქმით, წვის შეგრძნების მოშორება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია.

„ქართული ოცნებამ"  BBC-ს განუცხადა, რომ მათი გამოძიების შედეგები „აბსურდულია“ და რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge