png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეეების წინაშე, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას - თაზო დათუნაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.12.2025
  • 15:24
საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეეების წინაშე, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას - თაზო დათუნაშვილი

პარტია "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი, ბრიფინგზე BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,"ქართულმა ოცნებამ" აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მსოფლიო იარაღი გამოიყენა. 

როგორც მან აღნიშნა, ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია.

დათუნაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლოს ასეთი შემთხვევა საქართველოში, 1989 წლის 9 აპრილს მოხდა.

"რაც არ უნდა თქვას დღევანდელმა რუსულმა პროპაგანდამ, ეს იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია, სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს კიდევ ერთხელ ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან, რომ საქმე გვაქვს საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღის გამომყენებელ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც ხელისუფლება საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს, დიახ, ეს არის ტეროტისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა.

ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში პირდაპირ ნაკარნახებია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან, ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებს და იარაღებს, როგორც ამას იყენებდა ჩვენს წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

რა პროპაგანდასაც არ უნდა დავუჯეროთ, როგორც შეიძლება არ მოგწონდეთ დღეს მე, ან ვინმე სხვა, ეს ყველაფერი ერთი წუთით გვერდზე გადასადებია, რადგან საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეეების წინაშე, უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას. 

ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია. ის ქიმიური შემადგენლობა, რომელზეც ლაპარაკი იყო ამ დოკუმენტურ ფილმში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური რეჟიმის პასუხისმგებლობა, ეს უკვე არის ჩვეულებრივი არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ." - განაცხადა დათუნაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge