png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შეშფოთებული ვართ ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“

  • პოლიტიკა
  • 04.12.2025
  • 16:39
შეშფოთებული ვართ ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) შეშფოთებულია ჟურნალისტების პოტენციური კონტაქტით ქიმიურ ნივთიერებასთან, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების დასაშლელად იქნა გამოყენებული.

ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ Mapping Media Freedom platform-ზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 81 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.

„IPI შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს, რაც BBC-ის ბოლოდროინდელი გამოძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიებამ მტკიცებულებებით აჩვენა, რომ მთავრობამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რაც, სავარაუდოდ, ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, ზეგავლენას მოახდენდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს თავდასხმა, სულ მცირე, 81 ჟურნალისტზე განხორციელდა.

„ათეულობით მათგანი წლის ჭავლის სამიზნე გახდა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჟურნალისტები, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა“, - აცხადებს IPI.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge