png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

  • პოლიტიკა
  • 17.12.2025
  • 14:57
მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დეკემბრის სამიტზე უნდა მიიღოს. ამის შესახებ მან 18-19 დეკემბრის ევროკავშირის სამიტამდე გამართული პლენარული დებატების წინ განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავდაცვისთვის.

„ამის უზრუნველსაყოფად მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, თუ როგორ დავაფინანსებთ უკრაინის ბრძოლას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაუდებელი აუცილებლობაა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკომისიისა და სავალუტო ფონდის შეფასებით, 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები დაახლოებით 137 მილიარდ ევროს შეადგენს

„ევროპამ ორი მესამედი უნდა დაფაროს - ეს 90 მილიარდი ევროა. და ეს მხოლოდ ციფრებს არ ეხება - ასევე ეხება უკრაინის უნარის გაძლიერებას, უზრუნველყოს რეალური მშვიდობა - სამართლიანი, მდგრადი, რომელიც დაიცავს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას. და ეს ასევე ეხება რუსეთისთვის ამ ომის ფასის გაზრდას“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

„მე შემდეგი ევროპული საბჭოს შეხვედრისთვის ორი ვარიანტი შევთავაზე: [რუსულ] აქტივებზე დაფუძნებული გადაწყვეტა და ევროკავშირის სესხებზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ჩვენ მოგვიწევს ავირჩიოთ, რომელი გზის გავლა გვინდა. მაგრამ ძალიან ნათელია, რომ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროპული საბჭოს ამ შეხვედრაზე უნდა მივიღოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge