png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს

  • პოლიტიკა
  • 17.12.2025
  • 16:57
თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს

„მე პოლიტიკოსი არ ვარ“ არგუმენტი არ არის. არც მე ვარ. ათასი რამე მაქვს თავში, რისი გაკეთებაც წლებია მინდა და მეც შემიძლია „მივხედო ჩემს საქმეს“. მეტიც, ჩვენ დე ფაქტო აკრძალული გვაქვს უკვე პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენ გაგვეკარება და თუ/როცა არ გავჩერდებით, მრავალწლიანი ციხე გველოდება, -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან ავრცელებს.

ჯაფარიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თუ მართლა რამის შეცვლა სურთ, „წინა რიგებში გადმოიწიონ“ და ტელევიზორიდან ყველასთვის ჭკუის დარიგება შეწყვიტონ.

„მეგობრებო, ყველას გეხებათ ეს, განურჩევლად იმისა, თავს რა პროფესიას მიაკუთვნებთ: თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ. ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც თუ იცით, რა არის გასაკეთებელი, გააკეთეთ. ორი ხელი და ორი ფეხი გაქვთ თქვენც და ჩვენც. თუ გამბედაობა არ გყოფნით, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა. აქილევსად არავინ დავბადებულვართ. თორემ, ამ რეალობაში ისევ მუდმივად პოლიტიკოსებისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ან ნიჭი არ გყოფნით, რომ რამე მოიფიქროთ, ან გამბედაობა არ გყოფნით რომ რამე გააკეთოთ და ხელს სხვებისკენ მხოლოდ იმიტომ იშვერთ, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეთ. “მე პოლიტიკოსი არ ვარ” არგუმენტი არ არის. არც მე ვარ. ათასი რამე მაქვს თავში, რისი გაკეთებაც წლებია მინდა და მეც შემიძლია “მივხედო ჩემს საქმეს”. მეტიც, ჩვენ დე ფაქტო აკრძალული გვაქვს უკვე პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენ გაგვეკარება და თუ/როცა არ გავჩერდებით, მრავალწლიანი ციხე გველოდება. ამიტომ, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში. მხოლოდ გაგვიხარდება. თორემ ტელევიზორიდან ყველასთვის ჭკუის დარიგება ჩვენ რომ შეგვიძლია, ეგეთი უნდა და მაგის მეტს თუ არაფერს გავაკეთებთ, მაგაში რუსები ფულსაც გადაიხდიან. სხვას კი არაფერს ითხოვენ ჩვენგან“, - აღნიშნულია ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge