png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან - შალვა პაპუაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2025
  • 13:21
ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან - შალვა პაპუაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედან არის ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი კარგად ხედავს ყველაფერს.

„ზოგადად, როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა“ და „ალტინფო“, მგონი, საზოგადოებისთვის ადვილია დასკვნების გამოტანა, საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს. ისტორიაში როდესაც უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ამ პროექტის წინააღმდეგ როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან. შეხედეთ აქტორებს ვინ არიან, შეხედეთ, საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ, ახლა უნდათ, ეს ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ.

მაგრამ მარტივი შეცდომა დაუშვეს, როდესაც იჩქარეს იმისთვის, რომ ჰქონოდათ შეიძლება მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული. ეს დავალება მისცეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ალტინფოსაც“ ერთად, ერთ ნარატივზე ასაუბრებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ალტინფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება – ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება, ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ის არის სასარგებლო საქართველოსთვის და პირიქით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იწონებს ხოლმე, ის არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ასე რომ, ყველას შეუძლია, დასკვნა გამოიტანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge