png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.12.2025
  • 19:21
ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი

ამ გზავნილებით, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, ირღვევა ვიღაცის უფლებები, პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ზღაპრებს ჰყვებიან, კვებავს ჯერ კიდევ მილევად რადიკალურ ფრთას, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი და აღარაფერი. საცოდავ დღეში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით, იცავს სამართლიანობის პრინციპებს და ეროვნულ ინტერესებს.

„ერთადერთი აღვნიშნავ, რომ გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული იმდენად ჰყავთ იზოლირებული. მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის წინაშე ვართ პირველ რიგში პასუხისმგებელი. დღეს ეს უჭირთ ამ ქვეყნებს, საკუთარ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ. დარწმუნებული ვარ, მოსთხოვენ საკუთარ ხელისუფლებებს, რომ იყვნენ სამართლიანი და პირველ რიგში, ემსახურონ საკუთარ ქვეყნებს. გამოიკვეთა კიდეც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ტრადიციულად, უნგრეთი, სლოვაკეთი, დღეს ჩეხეთმაც ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა, სერბეთი. ეს სია გაიზრდება, დარწმუნებული ვარ. არ შეიძლება, ვინმეს თავი დაუხარო, მით უმეტეს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ამას კარგად გრძნობენ ის ქვეყნები, ზოგს უჭირს, ზოგს უძნელდება ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველაზე სწორი გზა და ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge