png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სკანდალი „x-ფაქტორის“ გარშემო - „გაბუნია, შენ ხომ არ გძმარავს?კაცი ხარ, თუ პრობკა?“

  • ეს საინტერესოა
  • 16.03.2016
  • 13:03
სკანდალი „x-ფაქტორის“ გარშემო - „გაბუნია, შენ ხომ არ გძმარავს?კაცი ხარ, თუ პრობკა?“

ანასტასია ღვინიანიძე x-ფაქტორის ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც რატომღაც ჟიურის სიმპატია ვერ დაიმსახურა. რეალურად, რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ამის შესახებ, ანასტასიას ოჯახის ახლობელი, ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ ანასტასია „იქს–ფაქტორის“ შესარჩევ ტურში გავიდა, მაგრამ მომდევნო ტურში არ გადაიყვანეს, ახლა არ ხარ მზად, შემდეგ წელს უკეთესი იქნებიო...

ახლა მთავარი! სიმღერა, რომელიც ანასტასიამ იმღერა, იყო თვითონ გადაცემის მომზადებაში ჩართული პირების შერჩეული და ანასტასიას არ მისცეს სხვა, უფრო ძლიერი სიმღერის არჩევის საშუალება, სადაც თავის მონაცემებს მაქსიმალურად გამოავლენდა. სამაგიეროდ, სიმღერის არჩევის უფლება მისცეს სხვა კონკურსანტებს, უფრო მეტიც – იმაზეც კი იზრუნეს, რომ კონკრეტული მონაწილეებისთვის მთელი კომფორტი შეექმნათ, რათა მათ ის სიმღერა ემღერათ, რაც უნდოდათ! ანასტასიას იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ბოლობოლო, მისთვის შეტენილი სიმღერის ცოტა სხვა ვერსია მაინც ემღერა! რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ამას ანასტასიას დედა Nino Nakvetauri ძალიან კარგად აღწერს, ეს იყო სრული განუკითხაობა და ორმაგი სტანდარტების ყველაზე ნათელი გამოვლინება: იმისთვის, რომ შექმნან შოუ, საშინელ მამაძაღლობებს აკეთებენ და ამით ხელს კრავენ გოგოს, რომელსაც არც გარეგნობა დაეწუნება, არც ჭკუა აკლია და მითუმეტეს, მართლა შესანიშნავად მღერის!!! 
ანასტასიასთან არც ინტერვიუ ჩაწერეს იმ დღეს, როგორც ამას სხვა მონაწილეებთან აკეთებდნენ და აგდებით მოექცნენ და ასეთი ანერვიულებული გოგო გადის სცენაზე, მღერის სიმღერას, რომელსაც ვერ იტანს და რომელიც მას სპეციალურად შეურჩიეს!!!
არაერთხელ გამხდარა საჯარო, რა ხდებოდა რეალურად ამ "გრანდიოზული შოუს" კულისებში, რას უჩალიჩებდნენ მონაწილეებს და ვინ იყო ხოლმე თავიდანვე ფავორიტი! მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამას თავად ხედავ, როცა რეალურად რწმუნდები იმ სიბინძურეში, რაც ამ გადაცემის მიღმა ხდება და რასაც ხალხი ვერ ხედავს! 
იცით, რა? ანასტასიას რომ ძალიან დიდი, წარმატებული მომავალი აქვს, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება, ვინც მას ვიცნობთ! მაგრამ აი, თქვენ რა გეშველებათ? როდემდე უნდა დადგათ ასეთი "გრანდიოზული შოუები" ბავშვების ნერვების და მათ ფსიქიკაზე ცუდად ზემოქმედების ხარჯზე???
განსაკუთრებით, გიორგი გაბუნიას მივმართავ: „კარგი ხარ მანამდე, სანამ პირს გააღებო“, ასე უთხრა სცენაზე მდგომ, ისედაც დაძაბულ, ნანერვიულებ ანასტასიას... გაბუნია, შენ ხომ არ გძმარავს??? იმიტომ, რომ შოუ დადგა, ყველაფერი როგორ უნდა იკადრო??? კაცი ხარ, თუ პრობკა??? 
გავარტყი მაგ შენს "იქს–ფაქტორს" და მიდგომებს!!! კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რეალურად როგორ იდგმება ეგ "გრანდიოზული შოუ" და რა "ობიექტურობასაც" აქვს ადგილი!!! პირადად მე, ჟიურის წევრ სოფო ნიჟარაძეზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მან რეალობაზე თვალი ვერ დახუჭეს და შოუს გამო არ დაუწყია "გაბუნიობა", მაგრამ აი, დანარჩენების თავზე კი გავიარე!!! თქვენი მიკერძოებული პრიორიტეტები ვატირე მე!”, - წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge