png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.02.2026
  • 14:44
მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი

BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ საკუთარ თავს რაიმეს დააბრალებდნენ, როცა ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, მაგრამ პროცესს მივყვებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ მათი პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავიანთი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობის გადახედვას არ აპირებენ. მათ პასუხშიც იგივე პოზიციაა. თავიდანვე ვთქვით და პროცედურებს მივყვებით. იურისტები უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, შიდა რეგულაციის მეორე დონეზე. BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, როცა ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს რაიმეს დააბრალებდნენ, მაგრამ პროცესს მივყვებით. გამოცდილება გვეუბნება, სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა, აქაც მწარე მარცხს ნახავთ. BBC-იმ ეს შანსი არ გამოიყენა და მათ წინასწარი განწყობა გაამხილეს. ვიდრე საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ანალიტიკურ ანალიზს ჩაატარებდნენ, მათი პირველივე რეაქცია იყო, რომ მხარს თავიანთ ჟურნალისტს უჭერდნენ. ყველაფერთან ერთად გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა ფარსია, რაც ბრიტანეთში არსებობს, რადგან მას არანაირი შედეგი არ აქვს. წინასწარ განწყობით თქვეს, რომ რაიმე კრიტიკულ ანალიზს არ აპირებენ. ამ პასუხით დაადასტურეს, რომ მიზანია, ქვეყანა დაეზიანებინათ, არ უნდათ, ამას გადაუხვიონ. პროცედურას მივყვებით. დონალდ ტრამპს აკადრეს ისეთი ტყუილი, რომ მილიარდიანი სარჩელი ემუქრებათ. საქართველოსთან უკადრებელს კი არა, უარესს იკადრებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge