png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.03.2026
  • 11:49
„მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი

რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში რეკომენდაციების პარალელურად წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები და ქვეყნის მიმართ მხოლოდ მბრძანებლური ტონია გამოყენებული.

"რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ ვაპირებთ, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი. საკანონმდებლო სივრცე ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ამას არ შევეხებით. რატომ არ შევეხებით, მათგან განსხვავებით, ეს დასაბუთებული გვაქვს. ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მბრძანებლური ტონით გვითვლიან, ეს გაასწორეთ, ეს გააუქმეთო. ჩვენ ვასაბუთებთ, ეს კანონმდებლობა რატომ მივიღეთ. ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში კონკრეტული საკითხებია მოცემული, რომელსაც ჩვენთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. აქაური რადიკალები ამ დასკვნას დიდი სიხარულით რომ შეხვდნენ, რა გავაუქმოთ? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით არ არის დაშვებული, სამოქალაქო სხვა კავშირით დავუშვათ? ჩვენებმა ხმამაღლა თქვან, რომ ამას ითხოვენ, თავის აზრებს რომ მალავენ. კანონმდებლობით, სქესის გადაკეთების ოპერაციები და პროპაგანდა რომ იკრძალება, ეს გავაუქმოთ? თქვან, რომ საქართველოში სქესის გადაკეთებაც უნდა იყოს და არასრულწლოვანებთან ღია პროპაგანდა უნდა შეიძლებოდეს. შემდეგ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ. ხალხის განწყობა რომ იციან, ამიტომ საუბრობენ ზერელედ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, მათი მიმთითებლები კი, უცხოელი პატრონები არიან. მათ იმათ დაუჯერონ, ჩვენ ჩვენს ხალხს დავუჯერებთ და საბოლოო შედეგიც ნახონ...

რუსებსაც იმიტომ მოვუგეთ, რომ ჩვენს მხარეს სიმართლე იყო. შემდეგ თავისი ცრუ ნარატივებით საერთაშორისო სასამართლოში რამდენჯერაც წავიდნენ, ყველგან დამარცხდნენ. ახლა ამბობენ, რომ არა მხოლოდ ჰააგის სასამართლოში წავლენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებების საკითხებს სწავლობს. პირველად ირაკლი კობახიძემ არ თქვა, რომ მზად არის, საერთაშორისო ორგანიზაციებს ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს და საიდუმლო დოკუმენტებიც კი გააცნოს? ამ ყველაფერს უკან გვიბრუნებენ? დასკვნაში ამბობენ, რომ შეიძლება, ეს გაკეთდეს, შეიძლება – ის. გააკეთონ. მართლები ვართ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგებით და ამ სასამართლო პროცესს იქით შევუტრიალებთ. ყველაფერი ჩვენს მხარესაა. ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ. როცა დავამტკიცებთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა ქვეყანაში, იმის დაკონკრეტებას მოვითხოვთ. ეს ბრალდებები საიდან და რა მიზნით წამოვიდა. ასევე იმის დაკონკრეტებას მოვითხოვთ, საქართველოში ამ დესტრუქციის შემოტანა ვის აწყობდა. წაიღონ, ეს მათი სასამართლო პროცესი იქნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge