png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია

  • პოლიტიკა
  • 13.03.2026
  • 12:42
ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე შეფასებაა.

მისი თქმით, ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები.

"ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე შეფასებაა. მძიმეა არამხოლოდ იმიტომ, რომ თითქმის ყველა ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების დარღვევას ადგენს, არამედ იმიტომ, რომ:
1.   ქვეყანაში სისტემურ წამებაზე დაარაადამიანურ მოპყრობაზე და ამ უმძიმესი დანაშაულების დაუსჯელობაზე საუბრობს;
2.   ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ სისტემურ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს;
3.   სრულ უნდობლობას გამოხატავს ქართული მართლმსაჯულების სისტემის და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, პრაქტიკულად პრეზუმფციულად მიიჩნევს, რომ ამ სისტემურ დანაშაულებზე, მისი მასშტაბის და პოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით სამართალი ვერ მიიღწევა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ისეთი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებისკენ, როგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი.
ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები (წამების და არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიება, რეპრესიული კანონების გაწვევა, პოლიტიკური დევნის და ადამიანის უფლებების დამრღვევი პრაქტიკების შეწყვეტა და აშ.) ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები.
ეს ქვეყნისთვის მძიმე ანგარიშია და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშის ადრესატი ჩვენი ქვეყანა გახდა", - წერს ლონდა თოლორაია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge