png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი: საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადება ხანგრძლივი შრომის შედეგია

  • თავდაცვა
  • 24.03.2016
  • 18:06
 თინათინ ხიდაშელი: საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადება ხანგრძლივი შრომის შედეგია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გახსნას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული რეზოლუციის პროექტის წარდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადება ხანგრძლივი შრომის შედეგია.

„დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი ამერიკის კონგრესსა და სენატში ყველა იმ ადამიანთან, ვინც მუშაობს საქართველოს თემაზე, ინტერესდება საქართველოს საკითხებით, ვისაც აქვს განცდა და მოთხოვნილება, რომ ეს მხარდაჭერის რეჟიმი იყოს მუდმივად მყარი, ხმამაღალი და მრავალჯერ იყოს გაჟღერებული ამერიკის სენატიდან, კაპიტოლიუმიდან. როგორც იცით, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი არის შექმნილი და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ ჯგუფის სახელით გადაიდგა, რეზოლუციის ინიცირება იყო. ჩვენ, ყველა ერთად - პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, თითქმის, ერთი წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც ყველას ერთად ან ცალ-ცალკე გვაქვს გამართული, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციას არავითარი პრობლემა არ ექნება და ის საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებაში აისახება. მაგრამ, ბუნებრივია, მაინც უნდა დაველოდოთ საბოლოო კენჭისყრას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა განმარტა, რომ მხარდამჭერი რეზოლუციები, ძირითადად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ მზადდება.

„როგორც იცით, ასეთი ტიპის რეზოლუციების ინიცირება იშვიათად ხდება, თუ მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული არ არის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge