png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რეზო სტურუას პოეზიის საღამო - „ფიქრების ფანჯარა“...

  • კულტურა
  • 28.03.2016
  • 14:47
რეზო სტურუას პოეზიის საღამო - „ფიქრების ფანჯარა“...

„მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა“, „ფიქრების ფანჯარა“, „დარდის ხიწვები“, „დღეები, თეთრი მარგალიტები“...  _ ოთხი კრებული და ერთი ორტომეული. ლექსები, რომლებიც გულიდან ამოდის და გულთან მიდის! და პოეზიის საღამო „ფიქრების ფანჯარა“ _ ერთმოქმედებიანი სპექტაკლი რეზო სტურუას ლექსების მიხედვით.

„ახლა, ამ ბოლოს / უფრო ხშირად / მეკითხებიან, / ამ უღმერთობას, / ამდენ ცოდვილს / რა ეშველება?! / ადამიანის სიცოცხლის დრო / ამ ქვეყანაზე / საკმარისია / მოკლეა, თუ გრძლად მეჩვენება?!  / მე კი ვპასუხობ: / გააჩნია, / როგორ შეხედავ, / დასაგროვებლად ცოდვებისთვის / ალბათ გრძელია, / მაგრამ მოასწრო, / ის ცოდვები / მოინანიო / ერთ ცხოვრებაში / დამერწმუნეთ / მეტად ძნელია“, _ ამ სტრიქონების ავტორს, პროფესორ რეზო სტურუას, 30 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“ უმასპინძლებს. სპექტაკლის რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება მაესტრო ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.

ეს არის ბოლო პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური და ორიგინალური, სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ჭანტურია, დავით გურგენიძე, გაგი მეგრელიძე, გვანცა ბეროშვილი, მინდია ქიტიაშვილი, ლაშა შარაშენიძე, მარიამ მაღლაკელიძე, მარიამ ბოჭორიშვილი, შოთა კენჭიშვილი, ათანასე გუგუნავა, ანა ჩიტიაშვილი, გიორგი ანთიძე, გიორგი ლომიძე, ოთო დვალიშვილი.

სპექტაკლში გამოყენებული იქნება გალაკტიონ ტაბიძის, რამაზ ჩხიკვაძისა და ჯანსუღ კახიძის ხმები ჩანაწერთა ოქროს ფონდიდან, ასევე, ნაწყვეტები გია ყანჩელის, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების, ჯემალ სეფიაშვილის, ბახის, ლისტის, შოპენის, მოცარტის, კრეისლერის, გარდელის, ლე პერას და დონიცეტის ნაწარმოებებიდან.  მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებს უილიამ შექსპირის პიესებიდან „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „რიჩარდ მესამე“.  ღონისძიების წამყვანია ჯემალ გაბათაშვილი, მუსიკალურად კი საღამოს გააფორმებენ თეონა ცინცაძე (ფორტეპიანო), ქეთევან ექვთიმიშვილი (ვიოლინო).

დაბოლოს, რეზო სტურუას ლექსების ერთ-ერთი კრებულის რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი წერს: “პოეტი და პოეტური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის: გასაოცრად რეზონანსულია პოეტის ფიზიკურ-სხეულებრივი ნატურა მისი პოეტური სამყაროს თემებთან და მოტივებთან, მისი ლექსების რიტმში ახმიანებული სამყაროს სუნთქვასთან...  

რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუო ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლედ მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია. ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება... ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge