png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ

  • ეკონომიკა
  • 29.03.2016
  • 15:37
„ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, “ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, - ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია გამოთქვამს.

„კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია. საუბარია დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებული გვაქვს. ასეთი დიდი  პროექტების განხორციელებისადმი კომპანიის ინტერესი მისასალმებელია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, „ჩალიკ ჰოლდინგის“ ინტერესის სფეროშია ტექსტილის წარმოების განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექსტილის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, გურიის რეგიონში განხორციელდება.

„ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

შეხვედრას GE Power-ის გენერალური დირექტორი თურქეთში, მეთე მალთეფე, „ჩალიკ ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ოსმან საიმ დინჩი და „ჩალიკ ენერჯის“ მმართველი ილდირაი თინარი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge