png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა

  • თავდაცვა
  • 29.03.2016
  • 18:03
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა

მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა. წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართვლოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ყველა ასეთი სწავლება უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ უფრო თამამები ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე. ჩვენ გვჭირდება კარგად გაწვრთნილი, მობილური, საკუთარ თავში დარწმუნებული შეიარაღებული ძალები და ყოველი ასეთი სწავლება, სწორედ, ამ შესაძლებლობას იძლევა. ბიჭებს მინდა მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმისთვის, მინდა, მეთაურს მივულოცო ამ კურსის წარმატებით დასრულება და ვისურვო, რომ სულ უფრო მეტი მსგავსი შესაძლებლობა ჰქონოდეთ ჩვენს სამხედროებს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ერთთვიან სამხედრო სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის ასეული მონაწილეობდა. ქართველი სამხედროები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, ასევე, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. წვრთნების დასრულების ცერემონიალს ამერიკის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრო. ერთობლივი წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სამხედროებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge