png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 30.03.2016
  • 15:06
დიმიტრი ქუმსიშვილი „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პრეზენტაციას დაესწრო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართულ-შვეიცარიული აგროკომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა. „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში საქმიანობს და ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

პრეზენტაციაზე მოსული მედიის წინაშე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

რაჭაში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პარტნიორ ფერმერებში ხორციელდება:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საუკეთესო სახორცე და მერძეული ჯიშების შექმნა; ადგილობრივი ფერმერების დატრენინგება და რეგულარული მონიტორინგი ფერმის მართვის და საქონლის მოვლის შვეიცარული სტანდარტების შესაბამისად.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ბლაუენშტაინ საქართველო“ თანამშრომლობს რვა ფერმერულ მეურნეობასთან, რომელთაც ქართულ-შვეიცარიული კომპანია გადასცემს საქონელს და ასწავლის, თუ როგორ მოუაროს მათ. შედეგად, ქართველი ფერმერები იძენენ საქონლის შენახვა-მოვლის შვეიცარიულ გამოცდილებას.    

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, კომპანიის პარტნიორი ფერმერები, საკუთარი წარმოების გაფართოების მიზნით, რაჭის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. კრედიტის მიღება ფერმერებისთვის კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ თავდებობით გაიცემა. დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით 59 ადამიანს შეადგენს. უახლოესი 2-3 წლის ფარგლებში იგეგმება დამატებით 20 ფერმის განვითარება, ახალი მაღაზიების გახსნა და მერძეული ფერმების განვითარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge