png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 31.03.2016
  • 10:22
თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. 

თავის ექსკლუზიურ კვლევაში, Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი  ზედიზედ უკვე მეხუთე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 8-ჯერ არის დასახელებული Global Finance-ის მიერ.       

“თიბისი ბანკს 2015 წელსაც ბრწყინვალე შედეგები აქვს, მოგება 38%-ით გაიზარდა, გაუმჯობესდა დანახარჯების ფარდობა შემოსავალთან, ასევე, 25%-ზე მეტით გაიზარდა სესხები და მომხმარებელთა ავანსები. თიბისი ბანკმა დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს ბაზარს და ყველა აქციონერს“. - განაცხადა ჯოზეფ გარაპუტომ,  Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო საბჭოს დირექტორმა.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა ზედიზედ მეხუთედ, საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულის მოპოვება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თიბისი ბანკს გამორჩეული ფინანსური შედეგები აქვს და ინარჩუნებს ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით. მინდა, მადლობა  გადავუხადო თიბისი ბანკის მთელ გუნდს ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის" - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

Global Finance  გამარჯვებულ ბანკებს არჩევს საბანკო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება, კონკურენტული ფასები და ინოვაციური პროდუქტები.  

 Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 180  ქვეყანაში კითხულობენ.  Global Finance-ის აუდიტორია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. 

 Global Finance -ის ვებგვერდზე —GFmag.com — მოცემულია ანალიტიკური მასალა და სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის 27 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა.  Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში აქვს.

 Global Finance რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები  შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge