png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

  • ეკონომიკა
  • 31.03.2016
  • 15:15
 თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს

თბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით,  ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას, ტაქსით მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ  უარყოფითად არ აისახოს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებზე.

„სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. თუმცა მეორესმხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებებს, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომები, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს.

„სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება.თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავლებზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge