png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა

  • თავდაცვა
  • 01.04.2016
  • 16:44
I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქ ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. ბრიგადის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.

ღონისძიების დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე აღნიშნული ბრიგადის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა:

„I იგივე მე-11 ბრიგადის მეთაურობა დიდი პატივია ყველა სამხედროსთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე მივულოცო ყველა მეთაურს. ეს , სწორედ, ის დანაყოფია, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც პირველი ორგანიზებული, დისციპლინასა და წესდებას დაქვემდებარებული დანაყოფი, უდიდესი ისტორიისა და ღირსების მატარებელი დანაყოფი. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მინდა ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს ბრიგადა კიდევ მრავალჯერ იტყვის თავის საამაყო სიტყვას“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა.

ღონისძიების დასასრულს I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. 3 სამხედრო მოსამსახურეს სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღი გენერალური შტაბის უფროსმა გადასცა. 31-მა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პირმა კი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე მადლობის სიგელები მიიღო.

მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი იარაღი დაათვალიერეს. ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ტორტის გაჭრით დასრულდა.

I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

I ქვეითი ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge