png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა

  • ეკონომიკა
  • 06.04.2016
  • 15:41
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დასრულდა.

პროექტის მეორე რაუნდის ფარგლებში, ვებგვერდის მეშვეობით www.qartuli.ge, საერთო ჯამში შემოსულ განაცხადთა რაოდენობა შეადგენს 14081-ს, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 23164-ს უტოლდება, რაც პირველი რაუნდის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება და პროგრამის უდავო წარმატებაზე მიუთითებს. პირველი რაუნდის მონაცემებით შემოსულ განაცხადთა რაოდენობა 7846-ს შეადგენდა, ხოლო განმცხადებელთა რიცხვი 11878 იყო.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი აქტიურობა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების მაღალი დონე  პროგრამის რეალურმა სარგებელმა და  გამარჯვებული ბენეფიციარების ბიზნესების წარმატებულობამ განაპირობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, ისიც რომ  პროგრამის შესახებ ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად იზრდება განხორციელებული პროექტების ეფექტურობის ხარჯზე. მოსახლეობა ნათლად ხედავს, რომ პროგრამაში ჩართვა ბიზნესის ნულიდან წამოწყებისა თუ განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

"მოცემული ეტაპისთვის შემოსული განაცხადების განხილვა დაწყებულია და  გამარჯვებულები  აპრილის ბოლომდე გამოვლინდებიან, რომლებიც კონტრაქტორების მხრიდან მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმების ტრენინგზე. შემდეგ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან  ბიზნეს გეგმების კონკურსს, საიდანაც  შეირჩევა კონკრეტული ბიზნეს გეგმები, მათ ავტორებთან კი   გაფორმდება ხელშეკრულება და საბოლოოდ გადაეცემათ თანადაფინანსების თანხა, შესაბამისად ისინი ოფიციალურად გახდებიან პროგრამის ბენეფიციარები",- აცხადებენ სააგენტოში.

უფრო კონკრეტულად,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
  • ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

 მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება.

დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 1106 ბიზნეს პროექტი, დაახლოებით  1620 ბენეფიციარი, გადამზადებულია  3118  ბენეფიციარი, ხოლო თანადაფინანსების სახით გაცემულია 8 060 732 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას ჰქონდა  შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეის ვებ-გვერდის მეშვეობით წარედგინა და ჩართულიყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის  ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის განხორციელების შედეგად  მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ,  დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე,  რაც გულისხმობს:

  • რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
  • ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
  • დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;

აღნიშნულ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა პირს, რომელიც  სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე,  არ არის სსიპ  მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge