png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„დასამალი აღარაფერი მაქვს!“ - რას მოითხოვს შალვა რამიშვილი „იმედის“ ხელმძღვანელობისგან

  • ეს საინტერესოა
  • 07.04.2016
  • 11:22
„დასამალი აღარაფერი მაქვს!“ - რას მოითხოვს შალვა რამიშვილი „იმედის“ ხელმძღვანელობისგან

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მეგობრებო! როგორც იცით „იმედმა“ 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილი შოუს“, სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში“, ეთერში ჯერ არგასულ სერიალს „ორი დაქალი“, უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“.

დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს“ არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი.

ამასთან, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი.

აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო „რუსთავი 2“-ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განახცადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.

მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას - გაეცნო თუ არა „იმედის“ ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი.

ასევე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული მაშინ თქვენი ვალია აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს.

ურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს.

მე დასამალი აღარაფერი მაქვს!“, - წერს შალვა რამიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge