png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქუმსიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

  • ეკონომიკა
  • 07.04.2016
  • 15:25
ქუმსიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად შევაფასებ და ამას  არაერთი კვლევაც ადასტურებს“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის ას დღეს.

„გაჩნდა ასეთი ფენომენი - „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი“, რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი და იმ მონდომებისადმი, რომ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყოს და განვითარდეს საქართველოში. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. მათ შორის გადასახადების დაწევის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს და უახლოეს დღეებში დაანონსდება „სტარტაფების“  მიმართულება. ასევე ჩავატარეთ განათლების რეფორმის პრეზენტაცია და რეფორმა უკვე მოქმედებაშია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სივრცითი განვითარების რეფორმა.

 „ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და აქაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება, ეს არის გზები, ხიდები და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ანაკლიის პორტი,  რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს. ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას. ვფიქრობთ ასევე მალთაყვის ნაწილში გავაკეთოთ სივრცითი განვითარება. ეს ყველაფერი, რა თქმა  უნდა, დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge