png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია

  • ეკონომიკა
  • 08.04.2016
  • 14:18
შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია   „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო–ინფრასტრუქტურულ პროექტ  შუახევიჰესს, რომელსაც  „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე  კი პროექტი მთლიანად დასრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის შუახევიჰესის პროექტის მნიშვნელობას.  

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კირე ოლაფ იოჰანსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. მისი განცხადებით, ინვესტორის პოზიტიური შეფასება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი რეკლამაა, რასაც საქართველოს სიამოვნებით გაუწევს. 

პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება და იგი ასევე ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შეიქმნა ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია  საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტის კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დაესწრნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge