png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სურსათზე ფასები იზრდება

  • ეკონომიკა
  • 08.04.2016
  • 17:02
სურსათზე ფასები იზრდება

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში ოდნავ გაიზარდა, შაქრის ფასმა მოიმატა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში 2 521 მილიონი ტონა მარცვლეულის წარმოება ივარაუდება, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით და მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  მარცვლეულის წარმოების ისტორიაში.

FAO-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი მოსავლიანობა და შედარებით დაბალი მოთხოვნა ბაზარზე, წლის განმავლობაში მარცვლეულის სტაბილურ რაოდენობას უზრუნველყოფს.

სურსათზე ფასები იზრდება

სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.

ინდექსი მარტში 1.0 პროცენტით გაიზარდა თებერვალთან შედარებით, რაც დიდწილად შაქრისა და ზეთის ფასების მატებამ გასაზღვრა.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი მარტში 151 ქულით განისაზღვრა, ეს რეკორდული მაჩვენებელია 2016 წლისათვის, თუმცა 12 პროცენტით ნაკლებია  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე - ხორბალზე ფასის ინდექსი მარტში მცირედ დაეცა, რაც ლოგიკური გაგრძელება იყო გასული 4 თვის მანძილზე ხორბლის ფასის კლების და 2016 წლისთვის მარცვლეულზე გაკეთებული ოპტიმისტური პროგნოზისა.

FAO-ს ინდექსი შაქარზე  17.1 პროცენტით გაიზარდა და 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიზეზი წელს მოსავლის დეფიციტის მოლოდინია, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, ბრაზილიაში დიდი რაოდენობის შაქრის გამოყენება ეთანოლის წარმოებისთვის.

გასულ თვეში FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმაც  6.3 პროცენტით მოიმატა. ეს გამოწვეული იყო მალაიზიასა და ინდონეზიაში გვალვის გახანგრძლივებით, რადგან ეს ორი ქვეყანა პალმის ზეთის ძირითადი მწარმოებლები არიან. სოიოს ზეთის ფასი სტაბილური დარჩა, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთზე კი ფასი შემცირდა.

ფასის ინდექსის 8.2 პროცენტით კლება დაფიქსირდა რძის პროდუქტებზე და 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. FAO-ს ფასის ინდექსი ხორცზე უცვლელი დარჩა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge