png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 08.04.2016
  • 17:10
დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო

 “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ – ამ სახელწოდების პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „თბილისი მერიოტში,“ რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რომლის ხელშეწყობითაც უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „მთავრობის ოთხ პუნქტიან რეფორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორედ განათლების რეფორმას, განათლების რეფორმის ნაწილში კი  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მივიღოთ ის პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულად ჯერ კიდევ სწავლის პროცესში საქმდებიან და სწავლის დამთავრების შემდგომ მათ გარანტირებული სამუშაო აქვთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით,  ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არის პროფესიული კადრები როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში. „შესაბამისად,  აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ამ, ასე ვთქვათ, სიცარიელის ამოსავსებად.  მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იქნება საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც წარმატების შანსებს უფრო მეტად ზრდის.  შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტი იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს პროფესიული განათლება და  დასაქმდეს უკვე თავისი განათლების და შესაძლებლობების მიხედვით“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ინიციატივა “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ გულისხმობს პროფესიულ განათლებაში რეფორმის გატარებას, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“  ინიციატივის ორეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) - საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge