png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება, - ევროსაბჭოს რეზოლუცია

  • პოლიტიკა
  • 04.10.2015
  • 11:07
საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება, - ევროსაბჭოს რეზოლუცია

საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება - რეზოლუცია ასეთი ტექსტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

ანგარიში, "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით",  პლენარულ სესიაზე თავად მისმა ავტორმა, პედრო აგრამუნტმა, წარადგინა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები დაფიქსირდა, ვანო მერაბიშვილის გვარი კი სერგეი მაგნიცკისთან ერთად არის მოხსენიებული.

ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რეზოლუციას ყველაზე მეტი ხმა ევროპის სოციალისტური პარტიისგან, ანუ იმ პარტიისგან ერგო, რომელშიც ქართული ოცნება არის გაწევრიანებული.

 რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ, რუსეთმა და თურქეთმა წინასწარი პატიმრობების შესამცირებლად რეფორმები გაატარეს. თუმცა, ამ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება მაინც გრძელდება.

 ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს მთავრობასა და დანარჩენ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, შემცირდეს წინასწარი პატიმრობა და გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge