png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 11.04.2016
  • 14:08
ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბანკის წარმომადგენლებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.

 საუბარი შეეხო EBRD-ის ახალ, 4-წლიან სტრატეგიას საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ყველა მიმართულებას, მათ შორისაა, კერძო სექტორის წახალისება და მხარდაჭერა, ენერგოდამოუკიდებლობა და დივერსიფიკაცია,  საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 ამჟამად, EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია, ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი პროგრამების დაფინანსებას როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge