png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ბოდიშს გიხდით ბავშვებო“ - ნათია ფანჯიკიძე

  • ეს საინტერესოა
  • 11.04.2016
  • 14:23
„ბოდიშს გიხდით ბავშვებო“ - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ნუ კიცხავთ ბავშვებს. არ შეგვიქმნია მათთვის ის ატმოსფერო, მათზე სიცილის უფლება რომ მოგვეპოვებინა. ბავშვებს ყველა პრობლემა უფროსების გამო ექმნებათ და ზრდასრულობამდე იძულებული არიან ჩვენი შექმნილი გარემოს მსხვერპლი იყვნენ, ზრდასრულობაში კი შეუიარაღებელი აღმოჩნდებიან საიმისოდ, რომ უკეთესი ფსიქოლოგიური ველი თვითონვე შექმნან. ყველა მაგალითი ჩვენ მივეცით, რუსეთის მიმართ კუდის ქიცინით, გაუნათლებლობის მხარდაჭერით, იდეალების არქონით, კონფორმიზმით, ყველა ბოროტების მიმართ მორჩილებით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით და დაუნდობლობით, ჩვენი დაღლილობით და ნევროტულობით, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არსებული ომებით და მათ პარალელურად საზოგადოების უდარდელობით, გულგრილობით და ქეიფით. ჩვენ ვერ გავარჩიეთ ფასეული უფასურისგან, ვერ მოვითხოვეთ კომპეტენტურობა და ვერ ჩამოვაყალიბეთ მათი მომავლისთვის სასურველი გარემო. ჩვენ გავექეცით ცხოვრებას ნარკოტიკებში და დეპრესიაში, დღევანდელი კვერცხის დევნაში. ახლა კი იმის ნაცვლად, მეტი ძალით ვცდილობდეთ რეალური გზების ძიებას, როგორ შევუქმნათ ქვეყნის დონეზე მათ უკეთესი პერსპექტივა, კედლიდან კედელზე დაგვაქვს ვიდეოდასტური, თურმე რა უვიცი თაობა გვეზრდება და ვგესლავთ ისედაც ჩვენს გესლში მოწამლულ ბავშვებს. 
ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge