png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით

  • ეკონომიკა
  • 11.04.2016
  • 14:37
კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით

“ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით;  ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა,”- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

დუბაიში მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობების როლს აღნიშნულ პროცესში.

“დღეს ჩვენ, როგორც ქვეყნების მმართველები, ვაწყდებით რთულ გამოწვევებს და მზარდ მოთხოვნებს. ეს გამოწვევები თავს იჩენს, როცა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა რთულ, ურთიერთდაკავშირებულ და სწრაფად ცვალებად გარემოში. ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მმართელობის სტრუქტურები, გახდნენ უფრო ღია და ჩართონ საზოგადოება და კერძო სექტორი გაუმჯობესებული და მდგრადი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში. 21-ე საუკუნე მთელს საზოგადოებას უკანონებს ახალ წესებს და ამ პროცესში მთავრობებმა უნდა შეასრულონ ლიდერის როლი,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიცო შესაძლებლობები გააცნო.

“როგორც იცით, საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა,”-აღნიშნა პრემიერმა.

მისი განმარტებით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია- ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ღია მმართველობა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ეს სავაჭრო მარშრუტი დიდი სარგებელს მოუტანს პროექტის მონაწილე ქვეყნებს.

დუბაის საინვესტიციო ფორუმის მთავარი თემაა: „პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ახალი მსოფლიო: მახასიათებლები და საუკეთესო პრაქტიკა“. კონფერენციის მიზანი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება და შეხვედრაში მონაწილე კომპანიების პრეზენტაციების გაცნობაა. ღონისძიების სტუმრები განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ახალი ინვესტიციების განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge