png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხარისხიანი სათესლე მასალები - უკეთესი წარმოებისთვის

  • ეკონომიკა
  • 12.04.2016
  • 15:26
ხარისხიანი სათესლე მასალები - უკეთესი წარმოებისთვის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ახალ ლაბორატორიაში, რომელიც სოფელ წილკანში მდებარეობს, ხორბლისა და სხვა სათესლე მასალების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

,,ლაბორატორია თავისი ახალი აღჭურვილობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებისთვის. მას ასევე მაღალი ღირებულება აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და საქართველოში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სათესლე მასალა’’ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსმა ნოდარ ხატიაშვილმა.

სათესლე მასალის კვლევითი ლაბორატორიის რეაბილიტაცია და შესაბამისი აღჭურვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია FAO-ს პროექტის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებაში ეხმარება. ეს სისტემა განიხილება, როგორც ერთ-ერთ ძირითადი საყრდენი და ხელშემწყობი ფაქტორი, თესლის წარმოების გაზრდისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გააუმჯობესების კუთხით.

თესლის სერტიფიცირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თესლის შესახებ კანონის სრულყოფაზეც მუშაობენ. კანონპროექტი მზადაა და საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება დასამტკიცებლად.

თესლის სერტიფიცირების სისტემის მხარდასაჭერად, FAO-ს ინიციატივით არაერთი ღონისძიება განხორციელდა: ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის პროგრამა თესლის მწარმოებლებისთვის, ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, სასწავლო ტურები გიუმრის სანაშენე ინსტიტუტსა და ანკარაში.

,,FAO-ს ტექნიკური დახმარების პროექტის მთავარი მიზანია, თესლის სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობით, საქართველოში სათესლე მასალების წარმოების მდგრადი განვითარება’’ - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა. ,,მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული თესლის გამოყენება წარმოების განვითარებას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და  ქვეყანაში  საექსპორტო პოტენციალის ზრდას“.

პროექტი  2016 წლის აპრილში პრაქტიკული ტრენინგით დასრულდება. FAO-ს ექსპერტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს თესლის ტესტირების უახლეს მეთოდებს შეასწავლიან. პროექტს ავსტრიის მთავრობა აფინანსებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge