png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

  • ეკონომიკა
  • 13.04.2016
  • 11:09
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

23 მაისს, თბილისში საფუძველი ჩაეყრება  ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის დაფინანსებას მთლიანად ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის,  კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. პარალელურად (ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად) შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად.

ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც, რაც  ეფუძნება მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს  -  სიმსივნის ადრონულ თერაპიას. ამ თვალსაზრისით  ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპლექსური ხასიათისაა და მას თანამედროვე მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება აქვს. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს საქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნება, როგორც CNAO-ს (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) INFN-ს (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) იტალიისთვის და  CERN-ს (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი) ევროპისთვის.

 

საქართველოს მთავრობამ ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების  გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN, CNAO და INFN -თან. 

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი თეიმურაზ ლომთაძე.  ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობაში აქტიურად არის  ჩართული იტალიის საელჩო  საქართველოში.

 

 პარალელურად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში გამართავს  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებას, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, გერმანიის, იაპონიის კვლევითი ცენტრების  ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი. იგეგმება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა  საქართველოს პრემიერ მინისტრთან,  სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან. ჩატარდება ლექციები ფიზიკის და მათიმატიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge