png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იდეების ეპიდემია თბილისში - TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

  • ეკონომიკა
  • 13.04.2016
  • 14:13
    იდეების ეპიდემია თბილისში - TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

დღეს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება  2016 წლის 17 აპრილს, 11:30 ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.

წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან  ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო - ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე. 

როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა: TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან  შერჩეულნი - ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების. გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია: „საქართველოს ბანკი  დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“.

TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა  წამყვანი ქართული კომპანიების - საქართველოს ბანკის, Room Hotel Tbilisi - ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, თელიანი ველის, სამსუნგის, ჯეოლაბის, მარკეტერის, ჯამპსტარტ ჯორჯიას, Betterfly -ს და ჯორჯიან ივენთის მხარდაჭერით.  ჩვენი მედია მხარდამჭერები არიან ლიბერალი და ტელეკომპანია GDS.

TEDx-ის შესახებ

x=დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ამ პრინციპის საფუძველზე TEDx-ი, ადგილობრივი, დამოუკიდებლად ორგანიზებული პროგრამა, აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში სპიკერები მათთვის განკუთვნილ თემაზე ღრმა ანალიზს და მსჯელობას გვთავაზობენ. სახელწოდებაში TEDx, x ნიშნავს დამოუკიდებლად ორგანიზებულ  TED ღონისძიებას. TED კონფერენცია უზრუნველყოფს TEDx პროგრამის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ხოლო ინდივიდუალური ღონისძიებები დამოუკიდებლად იგეგმება შესაბამისი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. TED-ის შესახებ TED-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების გაზიარებაა. „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ასე ჟღერს მისი სლოგანი. TED სპიკერებს შორის არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონჯო-ივეილა, სალ ხანი და დენიელ კეინმენი.

TED-ის ინიციატივები იდეების გავრცელებისთვის მოიცავს

  • com-ს, სადაც ყოველდღიურად ხდება ახალი გამოსვლების ამსახველი ვიდეოების განთავსება;
  • თარგმნით პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სუბტიტრების განთავსებას და გამოსვლის ბეჭდური ვერსიების შექმნას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეებისგან თარგმანების მიღებას;
  • საგანმანათლებლო პროექტ TED-Ed-ს;
  • ყოველწლიურ მილიონ დოლარიან პრიზს TED Prize, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისა და იდეის მქონე ადამიანებს, შეცვალონ სამყარო;
  • TEDx-ს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლებას აძლევს ათასობით ინდივიდს თუ ჯგუფს, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ ადგილობრივი TED-ის სტილის ღონისძიებები და
  • TED Fellows, პროგრამას, რომელიც მთელი მსოფლიოდან არჩევს ახალი იდეების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ მათი პროექტებისა და აქტივობების ეფექტი უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი გახდეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge