png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხადური: ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით

  • ეკონომიკა
  • 05.10.2015
  • 14:28
ხადური: ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით

5 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ  მერიოტში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ცოტნე ყავლაშვილი PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრნენ.

PEMPAL-ი სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეთა ქსელს წარმოადგენს, რომლის მიზანიც ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.

თბილისში შეხვედრის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ფინანსების ელექტრონულ მართვაში საქართველოში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა. სემინარის მონაწილეებში დიდ ინტერესს იწვევს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა PFMS. PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და მის შემადგენელ კომპონენტებში ბოლო წლებში განხორციელებულ სიახლეებზე,  ინტეგრაციაზე სხვა სახელმწიფო სისტემებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, აგრეთვე, საქართველოში გადასახადის ერთიანი შემოსულობის სახაზინო კოდის დანერგვის პროექტზე.

სემინარი მონაწილეებს ასევე საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული სისტემების უსაფრთხოების კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოცდილება.  

შეხვედრას 11 ქვეყნის 42 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, ხაზინის უფროსის მოადგილეები: ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან; მსოფლიო ბანკის ექსპერტები: ვაშინგტონიდან, მოლდოვადან, ყირგიზეთიდან და ავსტრალიიდან. ასევე ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, ჯემ დენერი და ელენა ნიკულინა.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დღეისათვის ნამდვილად აქვს მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მიმართულებით. ამ კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS)  ძირითადი ხაზინის მოდულები (Core-treasury) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს კარგად განვითარებული რგოლია. გასულ წელს ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები საბიუჯეტო კანონმდებლობაში, რომლის  მიზანიც იყო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების, ასევე სსიპ-ებისა და ააიპ-ების ბიუჯეტების მოქცევა საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემაში“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge