png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი: „სლოვაკეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“

  • თავდაცვა
  • 16.04.2016
  • 12:03
თინათინ ხიდაშელი: „სლოვაკეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის დედაქალაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ევროპის ქვეყნების მეთაურებთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„ძალიან ბევრ მადლობას ვიღებთ ავღანეთისთვის, ბევრ მადლობას ვიღებთ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანაში ტარდება,“ - ამ სიტყვებით შეაჯამა თინათინ ხიდაშელმა ბრატისლავაში, სასტუმრო „გრანდ ჰოტელ რივერ პარკში“ ფორუმის პირველი დღის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები. „სლოვაკეთის პრეზიდენტისგან მივიღეთ პირობა, რომ ის მაისში ეწვევა საქართველოს. ამ ქვეყნის მხარდაჭერა აბსოლუტურად უპირობოა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

თინათინ ხიდაშელმა პირველ სამუშაო დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული პოზიტიური დღე უწოდა: „გვქონდა შესაძლებლობა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ვერშბოუსთან, ასევე ჯეიმს აპატურაისთან საუბრის. ხვალაც ვაგრძელებთ ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს და განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა. გვქონდა შეხვედრა ამერიკელ გენერალთან, რომელსაც, როგორც თავად გვითხრა, ჰქონდა პატივი ქართველ სამხედროებთან ერთად ავღანეთში ყოფილიყო“.

თინათინ ხიდაშელის თქმით, მას სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდოსთან საინტერესო წინადადებებით სავსე საუბარი ჰქონდა. „მისი მხრიდან ბევრი ინიციატივა იყო გაჟღერებული, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოსკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სლოვაკეთის, ლატვიისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge