png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოს უპირობო მხარდამჭერია

  • თავდაცვა
  • 16.04.2016
  • 13:36
სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოს უპირობო მხარდამჭერია

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ბრატისლავაში ვიზიტის მეორე დღე თინათინ ხიდაშელმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრით დაიწყო.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა იყო.

როგორც მიროსლავ ლაიჩეკმა აღნიშნა, სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთან დაახლოებისთვის ძალღონეს არ იშურებს და ახლა ნატოს წევრებს ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.

„საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა გამოიხატა. მინისტრი საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა და სლოვაკეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაახმოვანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც, ვარშავის სამიტისთვისაც. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს წარმატებისთვის. ამიტომ, მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ერთობლივი მცდელობა წარმატებით დასრულდება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი მაისის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. ის სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge