png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა

  • თავდაცვა
  • 17.04.2016
  • 12:50
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თინათინ ხიდაშელი ბრატისლავაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა 14 ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის პრეზიდენტთან, უცხოელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატოსა და ევროკავშირის მაღალი რანგის პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
სლოვაკეთის მხრიდან საქართველომ სრული მხარდაჭერა მიიღო როგორც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ისე ვიზალიბერალიზაციის პროცესში.
ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოს მოლოდინები ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ის მთავარი საკითხები იყო, რაც განიხილა თინათინ ხიდაშელმა ალიანსის წარმომადგენლებთან - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან, გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჯეიმს აპატურაისთან და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ ტაჩან ილდემთან.
ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის ხელმძღვანელთან ქრისტიან დანიელსონთან ორმხრივ შეხვედრაზე კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება. როგორც ქრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა.
თინათინ ხიდაშელმა სლოვაკეთში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა.
„საინტერესო თემებით დატვირთული ღონისძიება იყო, მათ შორის, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების მომავალზე საუბრით. ჩვენ გავმართეთ 14 შეხვედრა როგორც ევროპის თავდაცვის მინისტრთან, ასევე ჩვენს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან. სამი შეხვედრა გვქონდა ნატოს ფარგლებში, შევხდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ. ასეთი ღონისძიებების პლიუსი სწორედ ის არის, რომ ყოველთვის შედეგიანია ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით. 
იმედი მაქვს, ჩვენ, ყველანი ერთად, ერთობლივი მცდელობით მოვახერხებთ, რომ მსოფლიო იყოს უფრო უსაფრთხო ხვალ და ზეგ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო განმტკიცდეს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge