png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 05.10.2015
  • 16:22
დიმიტრი ქუმსიშვილი  ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“,  ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო ,,ვერე პალასში“ ბიოტექნოლოგიების მიმართულებით  პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

 „ასეთი შეხვედრების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ის კონკრეტული მიმართულება, სადაც საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი უპირატესობა და შეიქმნას ის მიმართულებები, რომელიც საქართველოს მომავალში მოუტანს დამატებით შემოსავალს.  ჩვენ ვაცნობიერებთ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას კვლევებისა და განვითარების მიმართულებით გააჩნდეს მკაფიო და მიზანმიმართული ხედვა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის აქტიურ თანამონაწილეობას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში. საქართველოს გააჩნია საკმაოდ ძლიერი პოტენციალი და მზაობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით არა მხოლოდ რეგიონში,  არამედ საერთაშორისო ასპარეზეც.

ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორსა და სამეცნიერო წრეებს შორის აქტიური თანამშრომლობითაა შესაძლებელი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონფერენციის  მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიების შესახებ, ასევე მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება  საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში   უცხოელი მომხსენებლები დეტალურად გააცნობენ მსმენელს თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების არსს და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას ამ საკითხში. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, სფეროს პოპულარიზაცია, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ახალი გამოწვევების მიღება.

 ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებსა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ესწრებოდნენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან  და ტენესის უნივერსიტეტიდან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge