png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 18.04.2016
  • 13:28
 ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

17-18 აპრილს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” ტარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში 7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია -  „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“, „ნიკოლაძეების მარანი“, „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“ მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება - ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი - იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს.

„საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაში სულ 150-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი - ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი წელსაც დიდია”, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ.

გამოფენა „Real Wine Fair” ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეხუთედ მონაწილეობენ.

ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში ალკოჰოლური ტრენდების დამამკვიდრებლად ითვლება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge