png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გენერალური შტაბის უფროსმა დაშავებული უკრაინელი სამხედროები მოინახულა

  • თავდაცვა
  • 18.04.2016
  • 14:17
 გენერალური შტაბის უფროსმა დაშავებული უკრაინელი სამხედროები მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურს ეწვია და დაშავებულ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. გენერალ-მაიორი სამხედროებს გაესაუბრა და მათი რეაბილიტაციის პროცესს უშუალოდ გაეცნო.

„ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენი თანამოძმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენ ვუწევთ მათ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა იგრძნონ ის მხარდაჭერა, განსხვავებული ატმოსფერო, განსხვავებული დამოკიდებულება, რომელიც მართლაც გაგვაჩნია მათ მიმართ. ქართველი და უკრაინელი დაშავებული სამხედროები ახლა ერთად იმყოფებიან ამ მართლაც მშვენიერ ადგილას და მუდმივად არიან ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამავე დროს, მათ აქვთ ექსკურსიები, კულტურული პროგრამა, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ თავი იგრძნონ საკუთარ სახლში და ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ჯანმრთელები და ბრძოლისუნარიანები დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

წეროვნის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში 11 უკრაინელი და 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. უკრაინელი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.

სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთნები და ექიმი მუშაობენ. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც. სარეაბილიტაციო კურსი 14 აპრილს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge