png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა

  • ეკონომიკა
  • 18.04.2016
  • 15:00
ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა

 

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა პროექტში ჩართული 30-ზე მეტი განთავსებისა და კვების ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. მონიტორინგის ჯგუფმა ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ  ტურისტულ ობიექტებს წერილობითი რეკომენდაციები მიაწოდა. 

1 მაისიდან დაიწყება ტექნიკურ შემოწმების მეორე ეტაპი, რომელსაც მხოლოდ ის განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხის ტურისტულ ოებიექტებში  „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

„მოიტორინგის პირველადი შედეგები შეიძლება ითქვას დადებითია, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ხარვეზები დასახვეწი და გამოსასწორებელია. ჩვენ უკვე მივაწოდეთ წერილობითი რეკომენდაციები ობიექტებს, თუ რა და როგორ უნდა გამოასწორონ მონიტორინგის მეორე ეტაპის დაწყებამდე.  მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით შევა სურსათის ეროვნული სააგენტო ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 15 მაისიდან მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს ჩვენ რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარვუდგენთ და პირველი ივნისისთვის უკვე ერთობლივად გადავწყვეტთ ვინ მიიღებს ხარისხის ნიშანს “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ  დეპარტამენტის  ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად  შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge