png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზაარბრიუკენის მოედანზე „მოქსის“(MOXY) ბრენდის სასტუმრო აშენდება

  • ეკონომიკა
  • 18.04.2016
  • 15:58
ზაარბრიუკენის მოედანზე „მოქსის“(MOXY) ბრენდის სასტუმრო აშენდება

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის“(MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მშენებლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ახალ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ისტორიულ უბანს.

„მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. ეს არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ინიციატივა, რომ აშენდეს „მარიოტის“ ბრენდის ახალი ქვებრენდის, „მოქსის“ სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას ტურისტებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, 25 მილიონ დოლარზე  მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში,“–განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ახალი სასტუმრო განთავსებული იქნება უბანში, სადაც საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, ახორციელებს პროექტს– „ახალი ტფილისი.“

„სასიხარულოა რომ ეს სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ პროექტი, რომელსაც ქვია „ახალი ტფილისი“, რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. აქ  გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე, აღდგენილი იქნება მე–19/20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების მთელი ქსელი  და ფეხით სასიარულო სივრცე. ვფიქრობ,  ასეთი ახალი სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს ამ რაიონს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და, რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს მოუტანს  ჩვენს თანამოქალაქეებს. „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან“ ერთად.  „ოპიკის” მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ–ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების  ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი“,  ასევე საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სივრცეები. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge