png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"მეტრო ჯორჯია“ Maroon 5-ის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის რეისების ზრდას გეგმავს

  • ეკონომიკა
  • 22.04.2016
  • 12:11
"მეტრო ჯორჯია“ Maroon 5-ის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის რეისების ზრდას გეგმავს

 

ბათუმი გრემის მფლობელი ბენდის Maroon 5-ის დასახვედრად ემზადება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია www.tkt.ge ზე 25 აპრილიდან დაიწყება, თუმცა კონცერტზე დასწრების სურვილი უცხოელმა ტურისტებმა უკვე დააფიქსირეს.

როგორც "მეტრო თრეველ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, კომპანიის მიერ უკვე შემუშავებულია Maroon 5-ის კონცერტზე მორგებული 3- დღიანი ტურისტული პაკეტები. კომპანია შესაბამის პაკეტებს გაყიდის ყველა სამინზე ბაზარზე, მათ შორის სომხეთში,  აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელარუსში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში და სხვა.

"მეტრო თრეველ ჯორჯიაში” ადასტურებენ, რომ უცხოელების მხრიდან Maroon 5-ის კონცერტზე დასწრების ინტერესი დიდია. კომპანიამ უკვე მიიღო შესაბამისი შეკვეთები ბელარუსიდან და ყაზახეთიდან.

რაც შეეხება კონცერტზე მორგებული ტურისტული პაკეტების ღირებულებას, ის ინდივიდუალურია, რადგანაც  დამოკიდებულია კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასზე, სასტუმროს კლასსა და ასევე ფრენის ღირებულებაზე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „მეტრო ჯორჯიას“ შვილობილ კომპანია "მეტრო თრეველ ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში „მეტრო ჯორჯია“ დამატებითი რეისების დანიშვნასაც განიხილავს.

„თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენ გავზრდით რეისების რაოდენობას თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე Maroon 5 -ის კონცერტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ორსართულიანი ავტობუსებიც დავამატოთ და უკვე არსებული რეისებიც 5-დან 8-მდე გავზარდოთ,"-  განაცხადა "მეტრო თრეველ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი თავართქილაძემ.

Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი კი ასე გამოიყურება:

40 ლარი - ზონა B
100 ლარი - ოქროს ზონა
200 ლარი - VIP (B)
300 ლარი - VIP (A)

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ჯგუფი Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს გაიმართება, კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია კი 25 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება.

კონცერტი ნაწილია  პროექტისა „Check in Georgia”, რომელიც მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს. როგორც მთავრობაში აცხადებენ, პროგრამა ყოველწლიურად გაფართოვდება და ტრადიციად იქცევა.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველო გახდეს რეგიონის კულტურული ცენტრი.

თავის მხრივ კი "Check in Georgia" თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, მოიცავს 35 ფესტივალს, რომელიც 19 ქალაქში გაიმართება. იხილეთ მცირე ჩამონათვალი: Gem Fest – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“, თბილისის მოდის კვირეული, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ. #checkingeorgia

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge