png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

IDS ბორჯომი საქართველოსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 22.04.2016
  • 17:10
 IDS ბორჯომი საქართველოსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

IDS  ბორჯომი საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი  ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  გიორგი ჩოგოვაძემ  და კომპანია IDS  ბორჯომი საქართველოს გენერალურმა  დირექტორმა  ზაზა კიკვაძემ მოაწერეს.

ორმხრივი მემორანდუმის თანახმად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა იზრუნოს ქვეყანაში რეგიონალური ტურიზმის განვითარებაზე.ქართული რეგიონული კულინარიის წარმოჩენითა და პოპულარიზაციით რეგიონული ტურიზმისა და  უფრო ზუსტად გასტრონომიული ტურიზმის წახალისება „ბორჯომის“ მიერ შექმნილი ახალი ქართული გასტრონომიული  პორტალის მთავარი მიმართულებაა.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციისათვის დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს კომპანია IDS  ბორჯომთან, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართული ბრენდია და მრავალი წელია განსაკუთრებულ როლს ასრულებს სხვადასხვა კონტინენტზე, უამრავ ქვეყანაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით. ბორჯომი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ხელს შეუწყობს  გასტრონომიული ტურიზმის წახალისებას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე როდესაც ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, როგორც იცით 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა, რაც  14,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია.საქართველოში ტურიზმის და განსაკუთრებით რეგიონული ტურიზმის განვითარება ცხადია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უცხო ქვეყნებში ქართული პროდუქტების, მათ შორის „ბორჯომის“ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ტურისტებს იზიდავთ ქართული სამზარეულო; „ბორჯომი“ და ქართული სუფრა კი ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წინ წამოგვეწია რეგიონული გასტრონომიის თემატიკა და ამით წაგვეხალისებინა რეგიონული ტურიზმი”, - განაცხადა IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძე.

შეხვედრის ფარგლებში   „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის  (gastroguide.borjomi.com/ge) პრეზენტაცია გაიმართა. საიტი სამენოვანია - ქართული, ინგლისური და რუსული. ამ პორტალის და შესაბამისად ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე იზრუნებს „ბორჯომი“ - როგორც ქართულ ასევე, სტრატეგიული ქვეყნების ბაზრებზე - უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი.  პორტალის განვითარება მუდმივი პროცესია - თანდათან არსებულ კონტენტს დაემატება ბევრი ახალი და საინტერესო რეცეპტი, სიახლე, თუ ინფორმაცია გასტრონომიული სახის ტრენდების შესახებ.

რეგიონში ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებების შექმნის მიზნით კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მზადაა შექმნას სპეციალური ტურები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის  - „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერების მიზნით. ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ, საკუთარი თვალით ნახონ ლეგენდარული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების პროცესი.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ შეიქმნა და უკვე ორი წელია აქტიურად იმართება ბორჯომის რეგიონული ტურისტული საიტი www.travelinbojromi.ge და ამავე საიტის ფეისბუქ პლატფორმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge