png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

  • ეკონომიკა
  • 26.04.2016
  • 13:56
საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ განაცხადა. ბანკის მენეჯმენტის განმარტებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს www.ibank.ge -ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია და დააგემოვნოს ახალი ინტერნეტბანკი. მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეები დახვდება:

ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია − ინტერნეტბანკის გააქტიურებას მომხმარებელი დღეიდან ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. ასევე დისტანციურად აღადგენს ინტერნეტბანკის პაროლს;

ძიების ველი − მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა აქვს ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, მარტივად იპოვოს ის.

„ჩემი კალენდარი“ − ახალი ინტერნეტბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით მართოს. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოს კალენდარზე ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები;

გადახდების კალათა − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას გადახდების კალათა და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროს ერთდროულად რამდენიმე გადასახადი. ამასთან, ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მომხმარებელი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე დღეს არსებული დავალიანების არსებობის შესახებ;

პირადი შეთავაზებები −  ინტერნეტბანკში მომხმარებელი ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნება ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი.

ფულადი გზავნილები − ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოსა და საზღვარგარეთ; 

 

სრულიად ახალი ინტერნეტბანკის დაგემოვნება მომხმარებელს შეუძლია აქ: www.ibank.ge  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge