png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

“ყაზტრანსგაზი”საქართველოში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას ცდილობს

  • ეკონომიკა
  • 06.10.2015
  • 13:25
“ყაზტრანსგაზი”საქართველოში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნებას ცდილობს

ყაზტრანსგაზი იწყებს წინასაარბიტრაჟო პროცესს ქართული მხარისგან ინვესტიციების დასაბრუნებლად. საუბარია კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისში განხორციელებულ ინვესტიციებზე, -. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

წერილში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია Baker&McKenzie-მ ყაზტრანსგაზის სახელით ქართული მხარის წინააღმდეგ გაგზავნა წერილი ინვესტიციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ამის მიზეზი ყაზტრანსგაზის ცნობით, ქართული მხარის მიერ ინვესტორის უფლებების დარღვევაა, რადგან კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის მართვაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს. 

საუბარია 130 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, რაც ყაზტრანსგაზ-ტბილისის განვითარებისა და თბილისის გაზით მომარაგებისთვის 2006-2009 წლებში განხორციელდა. ყაზტრანსგაზი აცხადებს, რომ 

ყაზტრანსგაზ-თბილისი 2006 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან მემორანდუმის საფუძველზე დააფუძნა. მემორანდუმის მიზანი იყო თბილისისა და მისი რაიონების გაზით მომარაგება.

"მიუხედავად 100-პროცენტიანი წილისა ყაზტრანსგაზ-თბილისში, 2009 წლის 16 მარტს ქუთაისის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნა კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისზე სპეციალური მართვის დამყარების შესახებ. შედეგად ყაზტრანსგაზს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მისი შვილობილი კომპანიის საქმიანობაში", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში.

ყაზტრანსგაზი მიიჩნევს, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების ქმედებები არღვევს უცხოელი ინვესტორის უფლებებს, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით.

ყაზტრანსგაზს იმედი აქვს, რომ ქართული მხარის კონსტრუქციული პოზიცია დააჩქარებს დავის დარეგულირებას წინასაარბიტრაჟო პროცედურების ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ წინასაარბიტრაჟო გზით დავა ვერ გადაწყდება, ყაზტრანსგაზი იმოქმედებს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge