png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის კურსი დასრულდა

  • თავდაცვა
  • 05.05.2016
  • 18:27
საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის კურსის დასრულების აღსანიშნავად ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ყურადღება საბრძოლო მედიკოსების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორებს კი, მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.

„საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის“ კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის ფარგლებში სამხედრო-სამედიცინო სკოლის პირადი შემადგენლობა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორი სამხედრო მოსამსახურე გადამზადდა.

სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორების მიერ ქართველი ინსტრუქტორებისთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ინსტრუქტორების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და შეფასების სისტემის დახვეწას.

საბრძოლო მედიკოსების ინსტრუქტორების მომზადებასა და სწავლების ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკის შეერთებული შტატების CUBIC-ის მრჩეველთა ჯგუფმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა (ODC) შეასრულეს. სწორედ, მათი აქტიური დახმარებით განხორციელდა აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ჩამოყვანა საქართველოში და ქართველი ინსტრუქტორების მომზადება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge