png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პროკურატურამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გამართა

  • საზოგადოება
  • 06.05.2016
  • 17:10
პროკურატურამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გამართა

დღეს,სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გამართა. ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. იუნისეფისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებულ კონფერენციას მთავარი პროკურორის მოადგილეები - გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სასამართლოს, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მუშაობის შედეგები, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ამსახველი ანალიზი, პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება-მედიაციის) გამოყენების პრაქტიკა, განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები იქნა წარმოდგენილი.

უკანასკნელ წლებში პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა არასრულწლოვნებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; გაიზარდა დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება-მედიაციის) გამოყენების მაჩვენებელი, რის შედეგადაც ასობით არასრულწლოვანს მიეცა ნასამართლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა; მომზადდა სახელმძღვანელო და რეკომენდაციები არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ;დაიხვეწა განრიდებისა და მედიაციის პროცედურები; გაძლიერდა განრიდება-მედიაციის კონტროლის მექანიზმები; განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციას და სამართლებრივ საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლებას. ასევე განხორციელდა პროკურორთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge