png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება" - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მე და კონსტიტუცია" ფინალისტებს

  • საზოგადოება
  • 08.05.2016
  • 14:00
"მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება" - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მე და კონსტიტუცია" ფინალისტებს

საქართველოს პრეზიდენტი კონკურსის „მე და კონსტიტუცია" ფინალურ ტურს დაესწრო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსით დაინტერესებულ  სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ქმნიან და ქვეყნის ძირითად კანონს აცოცხლებენ, რაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

„სახელმწიფოს მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა და ის  ძირითადი თამაშის წესებია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი კონსტიტუცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იყოს ჩართული ქვეყნის შექმნაში და ამას არ აკეთებდეს მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათავრობა.

პოლიტიკოსები, რომლებსაც დავალებას არ აძლევს ხალხი და საზოგადოება, იკეტებიან თავიანთ ურთიერთობებში და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა დავალება აქვთ ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მიღებული.

ამ ურთიერთობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როდესაც თითოეული მოქალაქე  ქმნის ერთიან ქვეყანას, არის კონსტიტუცია. თქვენ დღეს ამ დოკუმენტს აცოცხლებთ. კონსტიტუცია თქვენს ხელში ცოცხალი დოკუმენტი ხდება, რომელიც მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში კი არ გამოიყენება, არამედ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატრიოტული მიზნები და ღირებულებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.

ამას აკეთებთ დღეს თქვენ, რადგან თქვენ მასში თქვენს შემოქმედებას დებთ. პოლიტიკურად ეს ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ დღეს ფიქრობთ ხვალინდელ საქართველოზე.

მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება. მე მინდა ვიგრძნო თქვენგან, რომ თითოეული თქვენგანი, ხვალაც იქნებით თავისუფალი ადამიანის მიერ თავისუფალი ქვეყნის შექმნის პროცესის მონაწილე. 

მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩემმა თაობამ შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახადა, თავისი პრობლემებითა და სირთულეებით, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ ნაბიჯი გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა ჩვენი თანამონაწილეობით შეძლებს თავისუფალი საქართველოს შექმნას", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსის"მე და კონსტიტუცია" ფინალისტებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge