png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მამუკა ჟღენტი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

  • საზოგადოება
  • 11.05.2016
  • 11:16
 მამუკა ჟღენტი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის კანდიდატების წარდგენის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრს ღია წერილთ მიმართავს. 

მამუკა ჟღენტის ღია წერილს "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

მოგმართავთ ღია წერილით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის კანდიდატების წარდგენის საკითხთან დაკავშირებით.

ევროპული სასამართლოს მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ არის დამოუკიდებელი და არ იღებს დავალებებს წარმდგენი სახელმწიფოს მხრიდან, მაინც წარმოადგენს მისი სახელმწიფოს სახეს და სასამართლოში მოსამართლის ავტორიტეტი უაღრესად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯისათვის. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება, ქვეყნის შიგნით მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დღემდე გამხორცეიელებული არცერთი პროცედურა გამჭვირვალედ და სამართლიანად არ ჩატარებულა. სხვადასხვა დროს, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებებს. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში განხორციელებული შერჩევის პროცესი კი გამოირჩეოდა, დღემდე არნახული პოლიტიზირებითა და მიუღებელი მანიპულაციებით. მოსამართლეობის კანდიდატთა კვალიფიკაციისა და ეროვნულ დონეზე შერჩევის პროცესის სამართლიანობის საკითხით უკანასკნელ პერიოდში დაინტერესება გაიზარდა ევროპის საბჭოშიც. სწორედ აღნიშნული ნაკლოვანებების მაქსიმალური აღმოფხვრის მიზნით, თუმცა სახელმწიფოებისათვის არჩევნის გაკეთების სუვერენული უფლების შენარჩუნებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა და საპარლამენტო ასამბლეამ უკანასკნელ წლებში შემოიღეს დამატებითი ფილტრები ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურაში.

ბატონო გიორგი,

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საქმეში კარგად ჩახედული პირის მიერ, მათ შორის შესარჩევი კომისიის წევრების მხრიდან, ღიად დაფიქსირდა შეშფოთება შერჩევის პროცესის გამჭვირვალეობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. თვით კომისიის ხელძღვანელის მიერ ღია ეთერში გაკეთდა განცხადებები და შეფასებები, რაც ცალსახად ადასტურებს შესარჩევი პროცესის პოლიტიზირებას. ყოველივე ზემოხსენებულისა და აღნიშნული საკითხით საზოგადოების დაინტერესების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, განმეორებით მოგმართავთ თხოვნით, კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების მთავრობის სხდომაზე განხილვამდე გაასაჯაროოთ კომისიის მიერ მოსმენილი და შეფასებული თითოეული კანდიდატის შეფასებების დეტალები. ასევე დაბეჯითებით გთხოვთ, მთავრობის წევრებს მიეცეთ საშუალება გაეცნონ გასაუბრებაზე გასული თითოეული კანდიდატის შეფასებას, რადგან თვით შეფასებებათა ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ სახეზე გვაქვს აშკარა მანიპულირება ე.წ. არასასურველი კანდიდატების გამოხშირვის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული პროცესი მიმდინარეობდა თქვენი მთავრობის ერთ-ერთი წევრის ხელმძთვანელობით. თუმცა, თქვენი უკანასკნელი განცხადებები გვიჩენს იმის იმედს, რომ მიუხედავათ გუნდური საქმიანობის პრინციპისა, ქვენთვის სამართლიანობა უფრო მაღალ ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, უპრიანია ეცნობოს ევროპის საბჭოს, კანდიდატთა სიის წარგდენის გადავადების თაობაზე და აღნიშნული პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ხელახლად ჩატარების უზრუნველყოფა.

პატივისცემით,

მამუკა ჟღენტი

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი

2016 წლის 10 მაისი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge